იყიდება 2 ოთახიანი აპარტამენტი ბაკურიანში

$30,000 ($1,200/მ²)

ბინა · იყიდება · სახლი 25 მ² · 2 ოთახი · 1 საძინებელი · სართული 2/5

კობა წაკაძის ქუჩა 140, ბორჯომი

იყიდება 2 ოთახიანი აპარტამენტი ბაკურიანში

იყიდება 2-ოთახიანი, პრაქტიკული გეგმარების აპარტამენტი ბაკურიანის ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ზონაში, სასტუმრო „სამი პინგვინში“ (კ. წაქაძის ქუჩა #140, სასტუმრო "Snow Plaza"-ს პირდაპირ).

ბინა არის ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი, სუფთა და მყუდრო. მდებარეობს 5-სართულიანი შენობის მე-2 სართულზე. კორპუსში დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი.

📐 ბინის მთავარი უპირატესობები და დაგეგმარება:

უნიკალური პროექტი: მიუხედავად კომპაქტური ფართისა (25 კვ.მ), ბინას აქვს აბსოლუტურად იზოლირებული სამზარეულო სივრცე, მისაღები ოთახი და ცალკე დამოუკიდებელი საძინებელი საკუთარი აივნით. მსგავსი ერგონომიული გეგმარება ამ კვადრატულობაში ბაკურიანის ბაზარზე იშვიათობაა.

სრული კომპლექტაცია: ბინაში რჩება აბსოლუტურად ახალი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა (სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, ცენტრალური გათბობა, Wi-Fi). მზად არის საცხოვრებლად, დასასვენებლად ან პირველივე დღიდან გასაქირავებლად.

მინიმალური კომუნალური ხარჯები: სასტუმროს შიდა მომსახურების საფასური შეადგენს სულ რაღაც 150 ლარს ყოველ 6 თვეში, სადაც უკვე შედის ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის გადასახადი! (დენისა და ცივი წყლის მრიცხველები ინდივიდუალურია).

მაღალი საინვესტიციო პოტენციალი (ROI): ლოკაციის წყალობით (25-იანების სასრიალო ტრასის გვერდით), აპარტამენტი ზამთრის პიკურ სეზონზე სტაბილურად ქირავდებოდა დღეში 200 ლარად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ამონაგებს. ზაფხულის სეზონზეც ტერიტორია ძალიან აქტიურია ბავშვთა გასართობი პარკებისა და ინფრასტრუქტურის გამო.

შიდა ინფრასტრუქტურა: კორპუსს აქვს დაცული ეზო საბავშვო ატრაქციონებითა და პარკინგით. შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებს 24/7 „ნიკორა“, საცხობი და აფთიაქი, რაც უდიდესი კომფორტია დამსვენებლისთვის.

🌟 საყურადღებოდ: ამავე სასტუმროში, ზუსტად იგივე კვადრატულობისა და რემონტის მეორე ანალოგიური ბინაც იყიდება. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ორი მზა ბიზნეს-აქტივის შეძენა სურს ერთ ლოკაციაზე.

საბუთები აბსოლუტურად წესრიგშია. ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეთანხმებით.

VR Georgia · რუკა · Sitemap